„ბოჭორიშვილში ვწევარ “კოვიდ 19” დიაგნოზით და მწერენ: “არაფერი გჭირს, არ არსებობს ეს კორონა” – ვიკა ბუკია

“ტვ პირველის” ჟურნალისტი, ვიკა ბუკია კორონავირუსის დიაგნოზით ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული. მას და მის მეუღლე ლევან გოგიჩაიშვილს ვირუსის სიმპტომები რამდენიმე დღის წინ გამოუვლინდათ.

ვიკა ბუკია არსებულ სიტუაციაზე სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს:

“ახლა ვფიქრობ, რამდენი რამ გავიარე სანამ აქ მოვხდებოდი. ვნახე ჯანდაცვის სამინისტროს პრესრუმის ცარიელი ტრიბუნა ტელევიზორში, 27 თებერვალს და პაუზა, სანამ გამოვიდოდნენ და გვეტყოდნენ, რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მერე ის ირანელი კაცი?! რომ შემოვარდა და გავარდა. და მერე რომ ჟურნალებში დაიბეჭდა და მოყვა, რა თბილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში. “გეფას კაცი” გახსოვთ? მერე სკოლა შეწყდა, მერე – ცხოვრება. მერე ქუჩაში სიჩუმე დადგა. რამდენი ხელის დაბანა, რამდენი დასპირტვა, ყველაფრის გადადუღება, გამოხარშვა, წმენდა ბავშვების, ,გლოვოს,, კურიერის, პროდუქტების.. კლასტერების კვლევა. და კონტაქტების დადგენა. სანიტაიზერების შოვნა “ლევად’, “პრავად”, მერე დამცავი სათვალეები? ხან თხელი, ხან სქელი, ხან ტყვიაგაუმტარი. პირბადე? ჭრელი, ყვავილებიანი, ჩვეულებრივი, შავი, თეთრი, ყველაზე რეკომენდებული. ახალი 4, ახალი 10, ახალი 40 შემთხვევა. მერე გრძელი და ერთნაირი დღეები და ჩვენი ხუმრობები – მაკარონზე, აგროჰაბზე და რა ვიცი კიდევ რამდენ რამეზე. მერე გაჩნდა ნინია. კარანტინში. და ვერაფრით ვხვდებოდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. მერე გამოვედით და ჰაერი ჩავყლაპეთ. და დავიწყე ცხოვრება მეც. ახალი გადაცემა. სამზადისი და ბრახ.

ახლა აქ ვწევარ და მეუბნებიან, რომ დღეს რომ გამოვლინდა იმ 57-ში მე და ლევანიც ვართ:) რა უცნაურია. ბოლოს მაინც მივირბინე იქ, საიდანაც გავრბივარ, ბოლო ნახევარი წელია.

ჰოდა, ბოჭორიშვილში ვწევარ “კოვიდ19” დიაგნოზით და ვიღაცები მწერენ მაინც: “ნუ გეშინია, ვიკა, არაფერი  გჭირს, არ არსებობს ეს კორონა”, – წერს ბუკია.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები