სანდრო ბოტიჩელის ნახატი ნიუ-იორკში სოტბის აუქციონზე 45 მილიონ დოლარად გაიყიდა
ტილო სახელწოდებით ”ლუომო დეი დოლორი” იგივე “მწუხარე მამაკაცი”, რომელზეც ქრისტეა გამოსახული 45 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ნახატზე გამოსახული იესო ქრისტე თავზე ეკლებით და გარშემორტყმული ანგელოზებით დახატულია 1500-იანი წლების დასაწყისში, ბოტიჩელის სიცოცხლის ბოლოს.
ნამუშევარი აუქციონზე გატანამდე მსოფლიო ტურნეზე იყო წარდგენილი.