ბოსტნეულის რაგუ ხორცით



ინგრედიენტები:
ძროხის ხორცი – 500 გრ,
ხახვი – 1 თავი,
სტაფილო – 1 ცალი,
კარტოფილი – 8 ცალი,
ზეთი – 5 სადილის კოვზი,
კამა, დაფნის ფოთოლი – 3 ცალი, მარილი, პილპილი,
კერჩუპი – 4 სადილის კოვზი.


მომზადების წესი: ტაფაზე ზეთი დავასხათ, გავახუროთ, საშუალო ნაჭრებად დაჭრილი ხორცი მოვათავსოთ და 5 წუთის განმავლობაში შევწვათ. სტაფილო გავხეხოთ, ხახვი დავჭრათ და ხორცს დავუმატოთ. შემდეგ მარილი და პილპილი მოვაყაროთ. წყალი დავასხათ ისე, რომ ხორცი დაფაროს. დაფნის ფოთოლი და კამა დავუმატოთ. კარტოფილი კუბიკებად დავჭრათ და ტაფაში ჩავყაროთ და ისევ წყალი დავამატოთ. ბოლოს კეტჩუპი მოვასხათ და ადუღებამდე მივიყვანოთ. ინგრედიენტები საშუალო ცეცხლზე 40 წუთი დავტოვოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები