ინგრედიენტები:
ყვავილოვანი კომბოსტო – 500 გრ,
ყაბაყი – 500 გრ,
ბულგარული წიწაკა – 350 გრ,
პამიდორი – 300 გრ,
ხახვი – 150 გრ,
სტაფილო – 150 გრ,
მარილი, წიწაკა, ზეთი, მწვანილი.
მომზადების წესი: ხახვი წვრილად დავჭრათ და ზეთში მოვთუშოთ. შემდეგ გახეხილი სტაფილო დავუმატოთ. ყვავილოვანი კომბოსტო გავაცალკეოთ. ყაბაყი და პამიდორი კუბიკებად დავჭრათ. ბულგარული – სირგრძეზე. მწვანილი კი – წვრილად. სტაფილოს კომბოსტო, ყაბაყი და წიწაკა დავუმატოთ. თავსახური დავაფაროთ და10 წუთი მოვთუშოთ. შემდეგ პამიდორი ჩავაყაროთ, მარილი და წიწაკა მოვაყაროთ. ბოლოს მზა რაგუს მწვანილი მოვაყაროთ.
სხვა სიახლეები