„ბოროტი გოგო რიანა, სატანისტებისა და ილუმინატების გავლენის ქვეშ“ – რამ განაპირობა მომღერლის ასეთი შეფასება? (ვიდეო)
2 დღის წინ მომღერალმა რიანამ საზოგადოებას ახალი კლიპი წარუდგინა. სკანდალური ვიდეო გადაღებულია კომპოზიციის – “Needed Me” მიხედვით, რგოლის რეჟისორი კი ჰარმონი კორინია. გარდა იმისა, რომ ბევრ სცენაში ვარსკვლავის მკერდს მხოლოდ გამჭვირვალე ქსოვილი ფარავს და კადრებში სრულიად შიშველი სხეულები სტრიპტიზ-კლუბშია გადაღებული, ვიდეო ძალადობის და მკვლელობების კადრებს შეიცავს. რგოლი YouTube-ზე არხ RihannaVEVO-ზე გამოქვეყნდა, თუმცა შემდეგ ვიდეო წაიშალა. რა მიზეზით წაშალა რიანამ ახალი კლიპი, უცნობია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ინტერნეტში გავრცელდა კიდევ ერთი ვიდეო რიანას ფოტოთი მომღერლის ახალი კლიპიდან და წარწერა: „ბოროტი გოგო რიანა, სატანისტების და ილუმინატების გავლენის ქვეშ“. კადრს მიღმა ჩაწერილი ხმა ამბობს, რომ რიანა სატანისტებთანაა დაკავშირებული და მისი საქმიანობა მხოლოდ ბოროტი და დამანგრეველი გავლენის მოხდენაზეა ორიენტირებული. ვიდეო ატვირთულია არხზე – „ფხიზლად მყოფი ქრისტიანი“ (The Vigilant Christian).
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]