ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდასტურდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აქვეყნებს.

გამოცემის ინფორმაციით, ჯონსონი თვითიზოლაციაში იმყოფება და შესაბამისი დაკვირვების ქვეშაა.

შეგახსენებთ, რომ, ორი დღის წინ გავრცელებული ცნობის თანახმად, კორონავირუსზე დადებითი პასუხი მიიღო პრინცმა ჩარლზმაც, რომელიც 71 წლისაა.

კომენტარები

სხვა სიახლეები