ბორის ელცინის შვილმა და შვილიშვილმა უკრაინაში რუსეთის აგრესია დაგმეს

 

უკრაინაში კრემლის სამხედრო ინტერვენციის წინააღმდეგ რუსეთის პირველი პრეზიდენტის, ბორის ელცინის შვილიშვილი და ქალიშვილიც გამოვიდნენ. 19 წლის მარია იამაშევა, ლონდონში, უკრაინის მხადრამჭერ მშვიდობიან აქციას შეუერთდა და სხვა აქტივისტებთან ერთად, პუტინის ხელისუფლების საწინააღმდეგო მოწოდებებს სკანირებდა.
საკუთარი პოზიცია ღია დამოხატა ელცინის შვილმაც, ტატიანა იამაშევამ სოციალურ ქსელებში მოწოდება გაავრცელა – „არ იომოთ!“. მან ინსტაგრამზე უკრაინის დროშის ფოტოც გამოაქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის პირველი პრეზიდენტის ოჯახის წევრები დღემდე პუტინის აქტიური მხარდამჭერები იყვნენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები