ბორდელი, რომელშიც იზრდებიან და ცხოვრობენ

ბორდელი „კანდაპარა“, რაიონ ტანგაილშია და ბანგლადეშში ყველაზე ძველ და დიდ ბორდელად ითვლება. ის უკვე თითქმის 200 წლისაა.
„კანდაპარა“ 2014 წელს დაანგრიეს, მაგრამ ბორდელი მალევე არაკომერციულმა საქველმოქმედო ორგანიზაციებმა, ნაწილობრივ აღადგინეს. აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ ამ „გარყვნილების ბუდის“ აღდგენაში შემოწირულობა ქალ-იურისტთა ეროვნულმა ასოციაციამაც გაიღო.

საქმე იმაშია, რომ იქ მომუშავე ქალების უმეტესი ნაწილი ბორდელში გაიზარდა და წასასვლელი არ გააჩნია.

მაგალითად, გოგონამ სახელად კაჯოლამ თავისი ზუსტი ასაკი არ იცის. ის ფიქრობს, რომ 17 წლისაა. 9 წელი კაჯოლა გათხოვილი იყო, შემდეგ კი დეიდამ ბორდელში გაყიდა. ნახევარი წლის წინ გოგონამ ბავშვი გააჩინა, მაგრამ მშობიარობიდან ორი კვირის შემდეგ “საქმიანობას” დაუბრუნდა.

ბანგლადეშის მაცხოვრებლების უმეტესი ნაწილი თვლის, რომ სექსმომსახურების სფეროში მუშაობა სხვა სამსახურებისგან არაფრით განხვავდება.

წყარო:http://www.mediamall.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები