ბოლო 500 წელიწადში პირველად, მთვარის ყველაზე ხანგრძლივი დაბნელებაა მოსალოდნელი – რა უნდა იცოდეთ ამ მოვლენის შესახებ

მთვა­რე სულ მალე მო­ექ­ცე­ვა დე­და­მი­წის ჩრდილ­ში და ეს იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა, რაც კი მე-15 სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ ყო­ფი­ლა. მთვა­რის 97%-ს შე­ე­ხე­ბა დაბ­ნე­ლე­ბა და მისი ნახ­ვა ევ­რო­პი­სა და აზი­ის დიდ ნა­წილ­ში, ავ­სტრა­ლი­ა­ში, ჩრდ. ამე­რი­კა­ში და აფ­რი­კა­ში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­დან ეს მოვ­ლე­ნა არ გა­მოჩ­ნდე­ბა და მხო­ლოდ ონ­ლა­ინ შეგ­ვეძ­ლე­ბა პრო­ცე­სის­თვის თვა­ლის მი­დევ­ნე­ბა.

  • მთვა­რის თით­ქმის სრუ­ლი დაბ­ნე­ლე­ბა 6 სა­ა­თი გაგ­რძელ­დე­ბა: და­ი­წყე­ბა დი­ლის (აღმ. ამე­რი­კის დრო­ით) 1:03 სა­ათ­ზე და 4:03 სა­ათ­ზე პიკს მი­აღ­წევს.
  • დე­და­მი­წის ატ­მოს­ფე­რო, რო­მე­ლიც მზის სხი­ვებს გა­ფან­ტავს, მზის ჩას­ვლის ეფექტს შექ­მნის მთვა­რე­ზე და შე­დე­გად, ის მო­წი­თა­ლო-მო­ყა­ვის­ფრო შე­ფე­რი­ლო­ბის გა­მოჩ­ნდე­ბა.

ეს მოვ­ლე­ნა სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას ემ­თხვე­ვა, რო­მელ­საც ად­გი­ლობ­რი­ვი ამე­რი­კე­ლი ტო­მე­ბი “თახ­ვის მთვა­რეს” უწო­დე­ბენ. ნო­ემ­ბრის სავ­სე მთვა­რე 3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა ხილ­ვა­დი.

  • ნა­სას გან­ცხა­დე­ბით, ვი­საც ვარ­სკვლა­ვებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა უყ­ვარს, წლის ბო­ლომ­დე კი­დევ ექ­ნე­ბა შან­სი სხვა­დას­ხვა ციურ მოვ­ლე­ნებს ადევ­ნოს თვა­ლი: 13,14 და 22 დე­კემ­ბერს მე­ტე­ო­რის წვი­მე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, 4 დე­კემ­ბერს კი მზის სრუ­ლი დაბ­ნე­ლე­ბა.

კომენტარები

სხვა სიახლეები