“ბოლომდე მისი გაცნობა შეუძლებელია, იმდენად განსხვავებულია” – გიორგი შაქარაშვილის მეგობარი პოსტს აქვეყნებს

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მეგობარი, გიორგი მამუჩაშვილი ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც სპორტსმენზე საუბრობს:

“ვუყურებ ამდენი ხალხის გვერდში დგომას. სრულიად უცხო ხალხი მწერს, მამხნევებს, განიცდის, რისთვისაც მადლობელი ვარ და დიდი შვება არის, გიოს უცნობ ნაწერებს ვნახულობ. ვინც გიოს იცნობდა, იცის ჩვენი განსაკუთრებული ურთიერთობა და პატივისცემა ერთმანეთისადმი, ვუყურებ ყველას ნაწერებს, მონაყოლებს ვისმენ, ვიდეოებს ვნახულობ, კიდევ ახლიდან გავიცანი, ბოლომდე მისი გაცნობა შეუძლებელია, იმდენად განსხვავებულია და იმდენად დიდი სიყვარული, სიკეთე, სითბო დაგვიტოვა. ახლიდან შემაყვარა თავი. არ ვიცი, ამ გრძნობას რა ჰქვია, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. მინდა, უსასრულოდ ვისაუბრო ამ საოცარ ვარსკვლავბიჭუნაზე. მიხარია და ამაყი ვარ, რომ შენ ჩემი ძმა გქვია. უფალს ებარებოდე, მიყვარხარ!”, – წერს გიორგი მამუჩაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები