ბოლივუდის მსახიობი ქართველ მესაზღვრეს რასიზმში ადანაშაულებს – რა მოხდა აეროპორტში

ბოლივუდის ერთ-ერთი ცნობილი მსახიობი რიჩა ჩათჰა ქართველ მესაზღვრეს რასიზმში ადანაშაულებს მსახიობი, რომელიც ქვეყანაში ინდურ ამერიკული ტელესერიალის გადაღებების დროს იმყოფებოდა ტვიტერზე წერს, რომ ქვეყნის გამშვებ პუნქტზე ის რასობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა.
მსახიობის განცხადება ინდურ მედიაში ფართოდ გაშუქდა მას ამ პოსტზე არაერთი ადამიანი გამოეხმაურა, რომლებიც საქართველოში მსგავს რასისტულ დამოკიდებულებებზე წერენ.
„საქართველოს დატოვებისას საპასპორტო კონტროლზე რასისტი მესაზღვრე შემხვდა მან ჩემი პასპორტი მაგიდაზე ორჯერ დააგდო შემდეგ ქათულ ენაზე რაღაც ჩაილაპარაკა დამიყვირა და მოითხოვა რომ ავჩქარებულიყავი სამწუხაროა რომ ქვეყნის დატოვებისას ბოლოს ასეთ ადამიანებს ვხედავთ“, – წერს მსახიობი.

კომენტარები

სხვა სიახლეები