ბოლივუდის მსახიობი რიში კაპური გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით ცნობილი ინდოელი მსახიობი, 67 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა.
რიში კაპური მაყურებელმა რომანტიკული პერსონაჟებით გაიცნო.
მან პირველი როლი 1973 წელს, ფილმში Bobby შეასრულა.
ის ასევე საკმაოდ ცნობილი ინდოელი მსახიობის რაჯ კაპურის შვილი იყო.