დუბაიში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს აბაზანაში, ბოლივუდის მსახიობი სიდერი კაპური გარდაცვლილი აღმოაჩინეს. როგორც დუბაის პოლიცია აცხადებს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მათ გამოძიება უკვე დაასრულეს და მსახიობის გვამი ოჯახს გადასცეს. ინფორმაციას „BBC” ავრცელებს.
ბოლივუდის ვარსკვლავი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობს 300- ზე მეტ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. კაპური ერთ-ერთი ინდოელი ქალი მსახიობია, რომელმაც წარმატებას „გმირი“ მამაკაცის დახმარების გარეშე მიაღწია.
მსახიობის გარდაცვალებას, ინდოეთის პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სიდერი კაპურმა ინდოეთს თავი დაამახსოვრა, კარიერის მანძილზე მრავალფეროვანი როლი მოირგო და სამახსოვორო „წარმოდგენები“ მოაწყო. მინისტრმა, გარდაცვლილის ოჯახის წევრების მიმართ, მწუხარება გამოთქვა.
სხვა სიახლეები