“ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგა ბოკერიას ლექციას “ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატის, ვანო ზარდიაშვილის მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია “ინიციატორის” შეკრებაზე ინციდენტი მოჰყვა.
შეკრებაზე ერთ-ერთმა დამსწრემ გიგა ბოკერიას იქ ყოფნა გააპროტესტა.
“ბოკერიას მოყვანა აქ სირცხვილი არ არის, ახალგაზრდების წინაშე? ვანო, შენ კი გრცხვენოდეს”, – განაცხადა დამსწრე ქალბატონმა.
ფაქტმა საზოგადოებაშიც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და ბევრი უარყოფითი კომრნტარი მოჰყვა.
” ეგენი, ეტყობა, დიდი ხანია ერთად არიან და ახლა გამოაშკარავეს ეს ამბავი.”
“ზარდიაშვილმა რა არასამთავრობო შექმნა, ეს ვერ გავიგე???? ეგ არაადამიანი კიდევ სადმე ფართხალებს, საქართველოდან გასაძევებელია და ბოკერიაც ზედ უნდა მიაყოლო.”
არასამთავრობო ორგანიზაცია “ინიციატორი” ისნის მაჟორიტარის ნინო ლაცაბიძისა და ვანო ზარდიაშვილის ხელშეწყობით შეიქმნა.