“ერგოლაინის” დირექტორი, ნატა შარაშენიძე სოციალურ ქსელში ვაქცინაციასთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებას საზოგადოებას უზიარებს:
“განვიცდი და ვიცი,უამრავი გამოწვევა გვაქვს საერთოც და ჩვენ-ჩვენიც,თუმცა ეს საერთო კონკრეტული და სერიოზული ძალიან გვიტევს,ამიტომაც წინასწარ ბოდიშის მოხდით.
კრიტიკული აზროვნება,გონებისათვის სახასიათო ეჭვის პრიზმაში გატარება ინფორმაციის,არაა ცუდი ზოგადად. მესმოდა,მესმის და მეც მქონდა რაღაც ეტაპზე უნდობლობა სასწრაფო რეჟიმში გამოგონილი ვაქცინისადმი(მადლობა მეცნიერებს) etc. მაგრამ,აი იმ აზრისკენ ვინც იხრება,რომ მოსახლეობის შემცირების მიზნით გვცრიან ხალხს… ეგებ და ამ ინფორმაციის წყაროებიც სწორედ რომ იმიტომ არის ასე უხვად ინტერნეტსივრცეში, რომ არ აიცრას ხალხი და კოვიდით შემცირდეს მოსახლეობა?! ესეც ხომ დასაშვებია თუ კონსპირაციაა?!არ ვმცირდებით?!
როგორ ატყობთ?! ბოდიშს გიხდით აცრილებსაც,აუცრელებსაც, ჩავთვალე , რომ ეს აქ დამეწერა.
ერთ ადამიანს თუ მაინც უბრალოდ გამოადგება რამეში ჩემი “პოსტი” და ჩემზე ინფო…მე თავად 5 თვეზე მეტია სრულად ვაქცინირებული ვარ, ასე გადავწყვიტე და მშვიდად ავიცერი გადაწყვეტილების მიღებისთანავე. ბუსტერსაც გავიკეთებ შესაძლებლობისთანავე, საჭიროების პირადი აღქმის და გადაწყვეტილების თანხვედრით…
#ავიცრათერთმანეთისთვის”