მუსიკის ისტორიაში რეგის ყველაზე ცნობილი შემსრულებლის – ბობ მარლის გარდაცვალებიდან 35 წელი გავიდა. მუსიკოსი 1981 წლის 11 მაისს გარდაიცვალა. მარლი სიმღერებს რეგის და სკას სტილში წერდა, იამაიკის პოლიტიკური ძალების მორიგებას ცდილობდა, აფრიკული ქვეყნების მოძრაობას დამოუკიდებლობისთვის უჭერდა მხარს და იყო რასტაფარის – იამაიკაზე გავრცელებული რელიგიური კულტის მიმდევარი (თუმცა, მოგვიანებით, ეთიოპიაში მუსიკოსი მართლმადიდებელი გახდა). ბობი არ იყო რეგის ფუძემდებელი, როგორც ხშირად ამბობენ, მაგრამ სწორედ მარლიმ შეუწყო ხელი იმას, რომ ამ მუსიკის შესახებ მთელ მსოფლიოს გაეგო.
სხვა სიახლეები