ბიჭუნა, რომელიც „კოკა-კოლას“ ქილის წონის დაიბადა, გადარჩა (ფოტოკოლაჟი)

ტეო ტეილორი დიდი ბრიტანეთის ყველაზე პატარა ახალშობილი გახდა, ის 26 კვირაზე, 2018 წლის მარტში დაიბადა და 340 გრამს იწონიდა. ნაყოფმა, მუცლად ყოფნისას, ზრდა შეწყვიტა და რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ბიჭუნას დედა – 24 წლის კეტი როდსი ამბობს:
„სანამ არ გაჩნდა, ვერ ვაცნობიერებდი, რამდენად რთულად იყო საქმე. ასე არასდროს შემშინებია.“
ბავშის დაბადებას ახალშობილის მამაც იხსენებს:
„ ასეთი პატარა ბავშვი აქამდე არასდროს მინახავს“, -უთხრა „The Sun“-ის ჟურნალისტს ტეოს მამამ, 27 წლის ჯეიმ.
ტეომ ზრდა 19 კვირაზე შეწყვიტა, რის გამოც ექიმები კეტისთვის აბორტის გაკეთებას გეგმავდნენ, თუმცა, როცა ის გაჩნდა, წყვილს მისი გადარჩენის იმედს ვერ აძლევდნენ. მშობლები მის თხელ კანს მხოლოდ რამდენიმე წამით შეეხნენ, რის შემდეგაც ბავშვი სპეციალურ ბოქსში მოათავსეს.
თუმცა ამ პატარა საოცრებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეცოცხლა. შვიდი კვირის შემდეგ, მას თიაქრის ოპერაცია გაუკეთეს. დღეს ის უკვე სახლშია, მოსიყვარულე მშობლებთან ერთად, მართალია ხშირად ჟანგბადს დამატებით აწვდიან, მაგრამ ექიმები ფიქრობენ, რომ ესეც დროებითია.
„სანამ დაიბადებოდა, ნამდვილად რთული იყო გამუდმებით იმის მოსმენა, რომ სახლში ვერ წავიყვანდით. მან კი შეძლო სიცოცხლის გაგრძელება“, – ამბობს დედის დამხმარე ქალი ქეითი.
ოჯახის ახლობლის თქმით, ტეო დაბადებისას, მის ხელის გულზე პატარა იყო, ექიმები ამბობდნენ, რომ მას კოკა-კოლას ქილის წონა აქვს, თუმცა ქილაც უფრო მძიმე იქნებოდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები