მართლაც არ ელოდა ერთ-ერთი ჩვეულებრივი ბლოგერი ბიჭი, რომ მის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთული ფოტო ასეთ აჟიოტაჟს გამოიწვევდა.
მექსიკელმა ბლოგერმა ღამის 3 საათზე გადაუღო მძინარე ორდინატორს, მორიგეობის დროს რომ ჩასძინებოდა და გააკრიტიკა, რომ სათანადოდ არ ასრულებდა თავის მოვალეობას. „ბევრი პაციენტი ელოდა დახმარებას“, – მიაწერა მან ფოტოს და გამოაქვეყნა იმ იმედით, რომ ბევრი ადამიანი გაიზიარებდა მის აზრს, თუმცა საპირისპირო შედეგი მიიღო.
თუმცა მსოფლიოს ექიმები თავიანთ კოლეგას გამოესარჩლნენ და თავიანთი ფოტოები გამოაქვეყნეს, რომლებზეც მძინარენი არიან აღბეჭდილნი მომქანცველი ცვლის შემდეგ.
ზოგიერთი მათგანის ცვლა 36 საათს გრძელდება, კვირაში კი 80 სამუშაო საათი შედის. რა თქმა უნდა, ექიმები იღლებიან. “ჩვენც ადამიანები ვართ და არა რობოტები”, – ამბობენ ისინი.
წყარო: http://www.mshoblebi.ge