თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცი საყურის ტარების გამო სცემეს. ამის შესახებ “ფეისბუქზე” თავად დაზარალებული წერს. მისი ინფორმაციით, ბრალდებულები პოლიციამ უკვე დააკავა.
“არავისთთან არ მქონია ფიზიკური დაპირისპირების მომენტი. 25 წლის განმავლობაში არავის არასოდეს ჩემთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მოუყენებია. დღეს, 23 აპრილს, 3 საათზე ავტობუსის გაჩერებასთან სამი პიროვნება დამესხა თავს იმის გამო, თუ რატომ მეკეთა საყურე და დამიწყეს ცემა. ვიღაცეებმა გაგვაშველეს, ვიღაც ბიჭმა პატრული გამოიძახა. წამიყვანეს დაკითხვაზე, მაჩვენეს უამრავი ფოტო, მაგრამ იმ პიროვნებებიდან, რომლებმაც მცემეს, ფოტოზე არც ერთი არ იყო. მინდა მადლობა ვუთხრა, პოლიციელებს და იქ მომუშავე ამართალდამცავებს საქმისადმი პასუხისმგებლობით მოკიდებისათვის… შემდეგ მანქანით წამიყვანეს, ქუჩები და სკვერები მოვიარეთ და ჩემი მცემელები ერთ-ერთ სკვერში ძველბიჭობდნენ, უცებ აიყვანეს და წაიყვანეს გლდანი-ნაძალადევის პოლიციაში. ორშაბათს ვარ დაბარებული ექსპერტიზაზე, დამპირდნენ, რომ დამნაშავეები მთელი სიმკაცრით დაისჯებიან”, – წერს ნიკა ბერიძე.