ბიჭი ბაბუასთვის პურსა და წყალს თავად შოულობს – როგორ ცხოვრობს 5 წლის პატარა თბილისელი

სოციალური ქსელის, ფეისბუქის მომხმარებელი ლიზი ფუხაშვილი საზოგადოებას თბილისში მცხოვრები ერთი პატარა ბიჭის ისტორიას უყვება.

,,საღამოს, ყინვასა და ქარში, სახლში ავდიოდი, წამიც და ,,პადიეზდში” შევიდოდი წინ პატარა ბავშვი გადმომიხტა, არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ დახმარების მთხოვნელს არ ჰგავდა. იქნებოდა ასე 5-6 წლის, მეუბნება: – 5 თეთრი ხომ არ გექნებათო. ვიფიქრე ლიფტისთვის უნდა მეთქი.

არ მქონდა და ვკითხე სხვა ფული რომ მოგცე მეთქი, კარგიო.(გაუბრწყინდა თვალები) მივეცი 1 ლარი და გულითადი მადლობის მერე გავაგრძელე გზა, მაგრამ უცებ გავჩერდი, გამიელვა შიშმა, ამ ფულით (მერე რა რომ ლარია) რამე ისეთი არ იყიდოს მეთქი, (სიგარეტი) გამოვბრუნდი და პირველივე მაღაზიაში შევედი. გულს ბაგა-ბუგი გაუდიოდა მეთქი ამ ბავშვის გზის აცდენას თუ შევუწყე უნებლიედ ხელი.

მაგრამ უცებ დავინახე, როგორ ყიდულობდა ერთ პურსა და პატარა მინერალურ წყალს, უნებლიედ დავიმალე, მაინტერესებდა სად მიჰქონდა.გამოვიდა, გავყევი. და მოულოდნელად აღმოვაჩინე რომ ჩვენ კორპუსთნ ახლოს ერთი კაცი ძველმანებზე წევს, გამოწვდილი ხელით. მიირბინა ამ ბავშვმა და გამოაფხიზლა გარკვევით მესმოდა ,,გოგი პაპა პური და წყალი მოგიტანეო” გოგი პაპამ დალოცა, თვალებში ცრემლები ედგა.

საოცარი თვალებით უყურებდა ჩემს უცნობ მეზობელს. მე იმ მომენტში ვამაყობდი ამ ბავშვით, მისი ნათქვამი ,,გოგი პაპა” მიმანიშნებდა იმაზე, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა და ვფიქრობ არც უკანასკნელი იქნება. ცრემლები წამომივიდა ისეთი გრძნობები მომაწვა. მიხაროდა ამ ბავშის არსებობა, მიხაროდა რომ ასეთი თაობა გვყავს, მინდა ბევრნი იყვნენ ასეთები, მინდა ბევრი ვიყოთ ასე. ღმერთმა დაგლოცოს ჩემო პატარა უცნობო მეზობელო” – წერს ლიზი ფუხაშვილი.

12718172_1130322153679294_1774269245740577335_n

კომენტარები

სხვა სიახლეები