ქვეყანაში გრიპების სეზონია, ამ ეტაპზე, ყველაზე დომინანტური A ტიპის H3-ია. გავრცელებულია, ასევე, სტრეპტოკოკული ინფექცია, რომელსაც ახასიათებს გამონაყარი და მაღალი ტემპერატურა.
ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას ურჩევს, ხალხმრავალ ადგილებში გამოიყენონ პირბადე.
მისივე თქმით, არ არის გვიან არც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება.
„ძირითადად, სტანდარტული ვირუსი ცირკულირებს. წელს პრედომინანტური ვარიანტი არის H3 და არა “ღორის გრიპი”. რესპირაციული ვირუსებიდან ცირკულირებს ადენოვირუსი. აუცილებელია სკოლამდელი ბავშვების აცრა გრიპის ვირუსზე,”- აცხადებს კულუმბეგოვი.
Next Post
სხვა სიახლეები