საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი მედიის და საზოგადოების ყურადღების ცენტრში თავისი გამონათქვამებით არაერთხელ მოექცა. თუმცა მის ბოლო გამოსვლას პარლამენტში საერთაშორისო საინფორმაციო წყაროებიც გამოეხმაურნენ…
გაერო – ბილწი ადგილი, სადაც შესვლით შევარდნაძემ პირდაპირ უთხრა ქართველობას – გადი ( “გა”) ერო.
ეუთო – ადგილი სადაც ყველა მისული უთო ჰგონიათ და შესაბამისადაც მიმართავან: ე, უთო.
ტრანსეკა – ეკა, რომელიც ტრანსში ჩავარდა
ნატო – ადგილი, სადაც შესვლა ყველას ოცნებაა, არადა, მე რომ ახალგაზრდა ვიყავი ნატო კი არა, ნატალია არ დამიტოვია შეუსვლელი
ბოიკოტი – კატების ჩხუბი
ბორდერიზაცია – გარყვნილი ევროპის მცდელობა, რათა ქართველობა წაგვართვას
აქილევსის ქუსლი – ვიღაც ბერძენის ფეხის ნაწილი, რომელიც მხოლოდ იმიტომ გახდა ცნობილი, ფეხების დაბანა არ უყვარდა და ეს ქუსლიც დაუბანელი დარჩა
პარლამენტი – ადგილი, სადაც დავდივარ და ეს ცოლმაც იცის, რადგან ტელევიზორში მხედავს, შესაბამისად, არ ვგონივარ იბიარდზე
რეიგანი – ჩემსავით მსახიობი და
სექსისტი – სექსის მიმდევარი
იმპლიმენტირება – ყოველთვის მიწერდნენ და ვკითხულობდი, შინარსიით არასოდეს დავინტერესებულვარ, მგონი ცუდი სიტყვა არ უნდა იყოს, რადგან რთულად სათქმელია და მისი თქმით თავს არავინ შეიწყენს
ზომბი – ზომიერი ბომბი
ჩმორი – გიორგი ბარამიძე
ანდროიდი – ცუდი რუსული სიტყვა, რომელსაც ანდროს ეუბნებიან
ინგლისური ენა – ჩემი მეგობარი ეკა ბესელიას საყვარელი საგანი სკოლაში
41 – საფიცარი მათემატიკური ნიშანი
დავოსის ეკონომიკური ფორუმი – ცუდი ზნის ხალხის თავშეყრის ადგილი, მაგრამ მე ის მიკვირს, იქ როგორ მოხვდა ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩანს, იქ ჩასულთა სწორ გზაზე დაყენება უნდოდა
ბიძინა ივანიშვილი – რომის პაპივით უცდომელი ადამიანი.