შორენა ბეგაშვილი ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა მას 100 000 ლარი გადაურიცხა, უარყოფს. აღნიშნული მასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. „ინფორმაცია, სამწუხაროდ, სიმართლეს არ შეესაბამება.“, – წერს შორენა ბეგაშვილი.
პოსტს ბევრი კომენტარი მოჰყვა: „სამწუხაროა და სიმართლე რომ იყოს მარტო ბავშვის კეთილდღეობას კი არა, გულშემატკივრების ნერვებსაც დაასვენებდა, არადა, ხეც ლამაზია და სულიერი, მაგრამ ის თქვენზე ვერასდროს იტყვის, რომ კეთილი საქმე გააკეთეთ, ბატონო ბიძინა“, – წერს ლევან მენთეშაშვილი.
შეგახსენებთ, შორენა ბეგაშვილის შვილი ევა ბარბაქაძე სტამბოლის საავადმყოფოში – Liv Hospital-ში განაგრძობს მკურნალობას. მას გაუკეთდა ერთი ოპერაცია. მეორე კი დროებით გადაიდო, რადგან ევას ორგანიზმი ძალიან დასუსტებული იყო.
სხვა სიახლეები