“ქალაქის ბიუჯეტიდან ავიღე თანხები, წავედი მილანში, თმა შევიჭერი, იქ კიდევ ვიღაცები დავპატიჟე ბარში და რესტორანში, ესეც ქალაქის ბიუჯეტის თანხებით. არაფერი, ისე უბრალოდ წავედი გასართობად ქალაქის ბიუჯეტით. მერე ღამის კლუბშიც წავედი. კიდევ გავიხსენებ და წერილობით მოგაწვდით,” – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
ლევან ხაბეიშვილის მტკიცებით, კალაძე მილანში თმის შესაჭრელად საბიუჯეტო თანხებით იმყოფებოდა, რაც თბილისის ბიუჯეტს 14 ათასზე მეტი ლარი დაუჯდა.
სხვა სიახლეები