“ბიუსტჰალტერების ღობე” – რა ბედი ეწია უცნაურ ტურისტულ სანახაობას

Cardrona Bra Fence – ერთ-ერთი უცნაური და განხილვადი ტურისტული სანახაობა იყო. “ბიუსტჰალტერების ღობე” ახალ ზელანდიაში, ცენტრალურ ოტაბაგოში საზოგადოებრივი საგზაო ნაკრძალის მახლობლად კერძო მეურნეობასთან მდებარეობდა. ბიუსჰალტერების ჩამოკიდება ღობეზე, დაახლოებით, 1988 წლის შობის დღესასწაულის პერიოდში დაიწყო. როგორც ცნობილია, თავდაპირველად, გზის მახლობლად ღობეზე ოთხი ბიუსტჰალტერი გაჩნდა, მიზეზი უცნობია, თუმცა ნელ-ნელა ბიუსტჰალტერების რაოდენობა იზრდებოდა და ასობით ჩნდებოდა. ამის გამო, ადგილი უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა. ადამიანები უკვე სპეციალურად მიდიოდნენ ამ “ღირსშესანიშნაობის” სანახავად, ქალბატონები კი, სიმბოლურად, საკუთარ ბიუსტჰალტერს ტოვებდნენ.

მიუხედავად პოპულარობისა, ამ ადგილის არსებობა სადავო გახდა. ღობიდან ბიუსტჰალტერები რამდენჯერმე ჩამოხსნეს, თუმცა ამბავის გავრცელებისთანავე კვლავ ახლები ჩნდებოდა.

რა ბედი ეწია “ბიუსტჰალტერების ღობეს” ?

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ადგილობრივი მიესალმებოდა ამ ადგილს, როგორც ტურისტულ სანახაობას, ადგილობრივთა ნაწილი მაინც ეწინააღმდეგებოდა ბიუსტჰალტერებს. ისინი მიიჩნევდნენ, რომ აღნიშნული მძღოლების ყურადღების მიპყრობასა და მათ დაბნევას გამოიწვევდა. ამის გამო, მცდელობები, ამ უცნაური “ტრადიციისთვის” ხელი შეეშალათ გახშირდა. საბოლოოდ, 2006 წლის 28 აპრილს ადგილობრივმა საბჭომ დაადგინა, რომ “ბიუსტჰალტერების ღობე” საფრთხეს წარმოადგენდა გზაზე მოძრაობისათვის და მისი აღკვეთის ბრძანებაც გასცა.

bra fence-ის სურათის შედეგი

კომენტარები

სხვა სიახლეები