ბიონსეს და ჯეი ზის პირადი ცხოვრება ბოლო დროს დასავლური პრესის ერთ-ერთი მთავარი თემაა. მედია ხშირად „აშორებდა“ წყვილს, თუმცა უფრო მეტად ეს თავად ვარსკვლავების მიერ მოფიქრებული პიარი იყო. ახლა კი, როგორც ჩანს, განქორწინება გარდაუვალია, – წერს უცხოური მედია. გავრცელებული ინფორმაციით, ჯეი ზის უკანონო ვაჟი ჰყავს. ბიჭის დედა ვინმე ვანდა სათერთვეიტია, თავად ვაჟი კი, როგორც ამბობენ, უკვე 22 წლისაა. სათერთვეიტი სასამართლოში ჩივილს და ჯეი ზის მამობის დადგენას გეგმავს. თავად რეპერს ოფიციალური კომენტარები ამ თემაზე ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
სხვა სიახლეები