ბიონსემ ახალ სიმღერაში ქმრის ღალატს ფარდა ახადა

ბიონსეს ახალმა ალბომმა Lemonade-მ მსოფლიო შოკში ჩააგდო. ალბომში შესულია 13 კომპოზიცია და ყველა მათგანი უბრალოდ გულახდილი კი არა, ზედმეტად პირადი გამოვიდა.
ცნობილია, რომ პირად ცხოვრებაში ვარსკვლავი რთულ პერიოდს განიცდის. ბიონსე, რომელიც ინტერვიუებში პრობლემებზე არანაირ კომენტარს არ აკეთებს, მოულოდნელად, სიმღერაში ქმართან, ჯეი ზისთან პრობლემებზე გვიყვება. ერთ კომპოზიციაში ბიონსე მღერის, რომ საქორწინო ბეჭდის მოხსნაზე ფიქრობდა, მეორეში კი – აღიარებს, რომ ქმარმა უღალატა და მან ეს ძალიან რთულად გადაიტანა. ბიონსესთან ერთად ალბომის ჩაწერაში მონაწილეობა მუსიკოსებმა: კენდრიკ ლამარმა, ჯეიმს ბლეიკმა და ჯეკ უაიტმა მიიღეს.
13081850_1174779742562262_1431362828_n 13101424_1174779749228928_1103942800_n

კომენტარები

სხვა სიახლეები