მილიარდერი და კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეითსი ხსნის, რატომ არ შეუძლია მის ქალიშვილს დაქორწინდეს ღარიბ მამაკაცზე:
„რამდენიმე წლის წინ აშშ-ში, ინვესტიციებისა და ფინანსების კონფერენციას დავესწარი. ერთ-ერთი სპიკერი ბილ გეითსი იყო. კითხვა-პასუხის სესიაზე მე მას ასეთი კითხვა დავუსვი, რაზეც ყველას გაეცინა:
მიიღებდა თუ არა ის, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი კაცი, რომ მისი ქალიშვილი დაქორწინებულიყო ღარიბ ან საშუალო შემოსავლის მქონე კაცზე. მისი პასუხი ჩემთვის საოცარი აღმოჩნდა.
ბილი:
პირველ რიგში, უნდა გაიგოთ, რომ სიმდიდრე არ ნიშნავს მხოლოდ სავსე საბანკო ანგარიშს.
სიმდიდრე, პირველ რიგში, ნიშნავს უნარს, შექმნა კეთილდღეობა.
მაგალითად: ადამიანი, ვინც ლატარიაში ან აზარტულ თამაშებში 100 მილიონს მოიგებს, არ არის მდიდარი ადამიანი. ის არის ღარიბი, რომელსაც ბევრი ფული აქვს. ამიტომ, ლატარიის მოგებულთა 90% ხუთ წელიწადში ისევ ღარიბად რჩება.
მეორეს მხრივ, არიან მდიდარი ადამიანები, რომლებსაც ფული არ აქვთ. მაგალითად, მეწარმეები.
ისინი უკვე სიმდიდრის შექმნის გზაზე დგანან, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ფული არ აქვთ, რადგან ავითარებენ თავიანთ ფინანსურ ინტელექტს, რაც უკვე სიმდიდრეა.
როგორ განსხვავდებიან მდიდრები და ღარიბები:
უბრალოდ რომ ვთქვათ: მდიდარი მზადაა “მოკვდეს” სიმდიდრისთვის, ხოლო ღარიბი მზადაა “მოკლას” სიმდიდრისთვის.
თუ ხედავ ახალგაზრდას, რომელიც სწავლობს, ეცნობა ახალ ინფორმაციას, მუდმივად ცდილობს გაუმჯობესებას – იცოდე, ის მდიდარი ადამიანია.
თუ ხედავ ახალგაზრდას, რომელიც სახელმწიფო სისტემას ადანაშაულებს და მიაჩნია, რომ მდიდრები თაღლითები არიან და მუდმივად აკრიტიკებს სხვებს – ის ღარიბია.
მდიდარი დარწმუნებულია, რომ მას მხოლოდ ცოდნა და სწავლა სჭირდება განვითარებისთვის, ღარიბი კი ფიქრობს, რომ სხვებმა უნდა მისცენ ფული, რათა წარმატებას მიაღწიოს.
დასკვნა:
როდესაც ვამბობ, რომ ჩემი ქალიშვილი არ დაქორწინდება ღარიბ კაცზე, ფულზე არ ვსაუბრობ. ვგულისხმობ კაცის უნარს, შექმნას კეთილდღეობა.
ბოდიშს ვიხდი ამის თქმისთვის, მაგრამ კრიმინალთა უმეტესობა ღარიბი ხალხია. როდესაც ისინი ფულთან პირდაპირ შეხებაში არიან, გონებას კარგავენ, ამიტომ იპარავენ, ძარცვავენ და ა.შ.
ეს მათთვის „მოწყალებაა,“ რადგან არ იციან, როგორ გამოიმუშაონ ფული საკუთარი ძალისხმევით.
ერთ დღეს ბანკის დაცვამ იპოვა ფულით სავსე ჩანთა. მან ჩანთა აიღო და ბანკის მენეჯერს დაუბრუნა.
ხალხმა მას „იდიოტი“ უწოდა, მაგრამ სინამდვილეში, ეს კაცი იყო მდიდარი, რომელსაც ფული არ ჰქონდა.
ერთი წლის შემდეგ ბანკმა მას მიმღებშ განყოფილებაში შესთავაზა. სამ წელიწადში კლიენტთა მომსახურებაზე გახდა პასუხისმგებელი, ხოლო ათ წელიწადში რეგიონალური მენეჯერი გახდა, მართავდა ასობით თანამშრომელს და მისი წლიური ბონუსები აღემატებოდა იმ თანხას, რაც მას შეიძლებოდა მოეპარა.
სიმდიდრე, პირველ რიგში, გონების მდგომარეობაა, ჩემო მეგობარო.“