ბევრი წუპაკი მამაძაღლია თბილისის მთავრობის მაღალ პოსტზე, რომლებმაც აბუჩად აიგდეს 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულები, – ამის შესახებ ფეისბუქზე თამაზ ელიზბარაშვილი წერს.
,,წუპაკო მამაძაღლებო,, ჭაბუა ამირეჯიბის ცნობილი ნაწარმოების გმირის ეს სიტყვები წამოვიძახე ცხელ გულზე დღეს საღამოს. დაიხ რომ წუპაკი მამაძაღლია ის ადამიანი ვინც ვერ არჩევს სიკეთეს ბოროტებისაგან, ძაღლსაშენს ძაღლების თავშესაფარისაგან, ბიზნესს ქველმოქმედებისაგან, კანონს დანაშაულისაგან.
დღეს ბევრი წუპაკი მამაძაღლია თბილისის მთავრობის მაღალ პოსტზე, რომლებმაც აბუჩად აიგდეს 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულები და ხალხის მიერ მათ დასახმარებლად შეგროვილი ფული მოიპარეს. თქვენდა საბედნიეროდ, წუპაკო მამაძაღლებო, კანონმორჩილი კაცი ვარ და ფიზიკურად არ მიგილეწავთ მაგ ამპარტავან თავ–ყბას, მაგრამ პირობას ვდებ ჩემი ოჯახის, შვილების და ქვეყნის წინაშე, რომ სამართლებლივი გზით ,,დაგინგრევთ ამპარტავან თავ–ყბას,, თქვე წუპაკო მამაძაღლებო”, – წერს ელიზბარაშვილი სოციალურ ქსელში.