ქუჩის კატა, სახელად “წერტილი” სოციალურ ქსელებში პოპულარული მსახიობური ნიჭის წყალობით გახდა. ის ერთ-ერთი მაღაზიის დერეფანში მყიდველებს ელოდება და წკმუტუნით თავს აცოდებს.
ეფექტის გასაზრდელად, “ბეწვიანი თაღლითი” ერთ ფეხს ითრევს და თავს კოჭლად ასაღებს.
მაღაზიის თანამშრომლების თქმით, „წერტილი“ ამ გზით დღეში მინიმუმ ათჯერ ჭამს.