ინგრედიენტები:
კარაქი – 50 გრ,
ზეთი – 2 სადილის კოვზი,
ფქვილი – 2 სადილის კოვზი,
რძე – 750 მლ,
მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ქვაბში კარაქი ზეთთან ერთად დავადნოთ. ფქვილი შევურიოთ. შემდეგ რძე ჩავასხათ და მიღებული მასა ადუღებამდე მივიყვანოთ, თან განუწყვეტლივ ვურიოთ. შემდეგ მარილი დავუმატოთ და დაბალ ცეცხლზე 8 – 10 წუთით დავტოვოთ. იმ შემთხვევაში, თუ სქელი სოუსი გნებავთ, ცეცხლზე დიდხანს გააჩერეთ, ხოლო თუ – თხელი, რძე დაუმატეთ. სოუსი შეგიძლიათ მაცივარში ან საყინულეში შეინახოთ. ორთქლზე გაალღვეთ.
სხვა სიახლეები