ბესოს ისე უყვარდა ნინუცა, მის ჯინაზე, მესამე დღეს სხვა ცოლი მოიყვანა – მსახიობის ცოლი, ქმრის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება

მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ია ფარულავას გადაცემაში «ფარული კონვერტი», ყოფილი ქმარი, რუსთაველის თეატრის მსახიობი ბესო ზანგური ძალადობაში ამხილა.
ნინუცამ ზანგურზე 19 წლის ასაკში იქორწინა, მათ ვაჟი ნოდარიკო ჰყავთ. როგორც ნინუცამ გაიხსენა, ქმარი მასზე სისტემატიურად ძალადობდა. ბესო ზანგური ძალადობას უარყოფს.
«პრაიმტაიმი» ბესო ზანგურის მეუღლეს, გვანცა წულეისკირს დაუკავშირდა, გვანცამ ზანგურზე 9 წლის წინ იქორწინა და მათ სამი შვილი ჰყავთ.
– გვანცა, რა რეაქცია გქონდათ ნინუცა მაყაშვილის გუშინდელ აღიარებაზე და იცოდით თუ არა, თქვენი ქმარი ყოფილ ცოლს ძალადობის გამო, რომ დაშორდა?
– მე და ბესო 9 წელია ერთად ვართ. ნინუცასთან ახლო ურთიერთობა მე პირადად არ მქონია, თუმცა როცა მიწევდა მასთან შეხება, ნორმალური, ცივილიზებული ურთიერთობა მქონდა.
მართლა გულწრფელად ვამბობ, მე ბესოს ცხოვრებაზე დეტალური ინფორმაცია არ მქონია, არ ვარ ის ტიპი, ჩავეძიო მისი ცხოვრების დეტალებს. მე ვიცი ის, რომ ბესოს ძალიან უყვარდა ნიუნუცა, უყვარს ნოდარიკო და როცა ჩვენი შვილი ბუსა დაიბადა, ბესო ყოველთვის ნოდარიკოს ადარებდა. ის არაჩვეულებრივი მამა არის. ვგმობ ყველანაირ ძალადობას, მაგრამ როცა ამხელა ბრალდებას უყენებ დიდ ოჯახს, ამის უფლება არ გაქვს. ია ფარულავას ერთი კითხვა მაინც დაესვა, როგორ ცხოვრობს ახლა ბესო ზანგური? მოძალადე ყოველთვის მოძალადეა, ცუდი მამა ცუდი მამაა და თუ ცუდი არის ბესო, ჩემთან რატომ არ აქვს ასეთი პრობლემები?
– მე ვფიქრობ, რომ თქვენზე დაქორწინების შემდეგ, ბესო ძალიან შეიცვალა, ასეა?
– ბესომ ჩვენი თანაცხოვრებისას ბევრი რაღაც შეცვალა, რაც ჩემი დამსახურებაა. გამტარი ადამიანი ვარ. უფრო მეტი მოთმინების უნარი გამაჩნია, მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, ბესოს მხრიდან ძალადობის მცდელობა ერთხელაც კი არ ყოფილა. მესამე შვილი გავაჩინე ორი წლის წინ ბოლოსდაბოლოს. ბესო რთული ადამიანია, მაგრამ მოძალადე ნამდვილად არ არის. სიყვარულში ვზრდით ჩვენს შვილებს, წარმოუდგენლად კარგი მამაა ჩემი ქმარი.
ას აქვს თავისი პრინციპები, მეც იგივე პრინციპები მაქვს. არ უნდა მოვატყუო, არ უნდა ვუთხრა იქ ვართქო და მერე სხვაგან აღმოვჩნდე.
– ასე იქცეოდა ნინუცა?
– მე როგორც ვიცი ასე აკეთებდა ნინუცა და კიდევ იყო მიზეზი, რომელსაც ბესო ვერ ყლაპავდა. ჩემი შვილები სკოლაში დადიან და არასწორი საქციელია თერთმეტი წლის მერე მოაღო პირი და თან მოიტყუო.
როცა ახალი გათხოვილი ვიყავი გვხვდებოდა და მეხუტებოდა ნინუცა. ბავშვის წამოსაყვანად როცა მივდიოდით ან ფულს ურიცხავდა ბესო, მაშინ არ იყო მოძალადე?
– ახლა როგორი ურთიერთობა აქვს ბესოს ნოდარიკოსთან?
– აღარ აქვს ბავშვთან ურთიერთობა. რთულია მამას და შვილს შორის ჩადგე. ნინუცა პერიოდულად ბავშვს უმალავდა მამას, თუ ასეთი მოძალადე მამაა როგორც მაყაშვილი ამბობს, რომ თითქოს ბავშვი მამას გააშორა, რატომ უნდოდა მამა ენახა ბავშვს? აჭრილია ეგ გოგო, რატომ უნგრევს ბავშვს ფსიქიკას?
ძალადობა არის გაუმართლებელია, მაგრამ ის რაც ნინუცამ გააკეთა, ჩემი ოჯახის და შვილების რეპუტაციაზე იძალადა, გაუმართლებელია. დაშორების შემდეგ, ერთად იყვნენ სპექტაკლებზე და მაშინ არ იყო მოძალადე ბესო?
– ნინუცამ განაცხადა, რომ მას ეშინოდა ბესოსი?
– ვისი ეშინოდა ბესოსი? რას შვები ბიჭო? – ასე ურეკავდა. ნინუცა მაყაშვილს როცა გაშორდა ბესო, მესამე დღეს ცოლი მოიყვანა. ია ფარულავამ ყველაფერი ნინუცას მოარგო და არც იკითხა, ახლა როგორია ბესო შვილებთან.
მოაზროვნე გოგო მეგონა ნინუცა… მან საკუთარი თავით, ტყუილებით და საქციელებით მიიღო, რაც მიიღო და ამიტომ დაშორდა ბესო. მესამე დღეს კი სხვა ცოლი მოიყვანა. ახლა რომ გვლანძღავენ, მე ხომ ადამიანი ვარ, 9 წელია მისი ცოლი ვარ და ეგრე სად არის?! მრცხვენია ამ თემაზე რომ მიწევს საუბარი. ნინუცა მაყაშვილს ბოღმა ჰქონდა და გასკდა თუ რა მოუვიდა არ ვიცი.
მე რომ ბესოს ვეცემე იმ წუთს მექნებოდა რეაქცია და არა 11 წლის შემდეგ. ნინუცა როცა გაუშვეს თეატრიდან, გაგიჟებული მივიდა ბესო რობერტ სტურუასთან და ეს დაჯდა, გააღო პირი და ტყუილები ილაპარაკა. ჩვენ რომ გვქონოდა ცუდი ურთიერთობა, გასაგები იქნებოდა ყველაფერი, მაგრამ კარგი ურთიერთობა გვქონდა.
– როდის დაიძაბა თქვენს ქმარს და მის ყოფილ ცოლს შორის ურთიერთობა?
– ბესოს დედა როცა ცუდად გახდა 3 წლის წინ, ფინანსურადაც გაგვიჭირდა, რამდენჯერმე დაურეკა ბესომ ნინუცას და იმან არ აიღო ტელეფონი. ჩემს შვილს რომ კითხო, ვინ არიან შენი დედმამიშვილებიო, ნოდარიკოთი დაიწყებს ძმების ათვლას. ამას დრო დაამტკიცებს, ეს ასე ხდება ჩვენს ოჯახში. რუსკაც შეგვხვდა ერთხელ, ერთად ვისხედით სპექტაკლზე.
მე როგორც ვიცი ტყუილების გამო ჰქონდათ კონფლიქტი. ბესოს იმდენად უყვარდა ნინუცა მე ვეჭვიანობდი.
ნინუცას ჯინაზე მოიყვანა ცოლად გია ბურჯანაძის ქალიშვილი, იმიტომ რომ მას არ შერიგებოდა. დიდი ტკივილი მიაყენა ნინუცამ და ამიტომ მოიყვანა მესამე დღეს ცოლი. ზუსტად ვიცი ნინუცას უნდოდა ბესოსთან შერიგება, მაგრამ ბესოს უკვე სხვა ცოლი ჰყავდა, თუმცა სიგიჟემდე უყვარდა ნინუცა.
– რას ეტყოდი ნინუცას?
– მე ვეტყოდი, ეს იყო უპასუხისმგებლო საქციელი მისი მხრიდან. ბესო მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან. გულსატკენია აქამდე რომ მივედით.

წყარო: “პრაიმტაიმი”

კომენტარები

სხვა სიახლეები