ბერძნული სალათა

ინგრედიენტები: პომიდორი – 500 გრ, ბულგარული წიწაკა – 350 გრ, კიტრი 0 400 გრ, ხახვი – 150 გრ, ყველი ბრინზა ან ფეტა – 200 გრ, უკურკო ზეთისხილი – 150 გრ. სოუსისთვის: ზეითუნის ზეთი – 5 სადილის კოვზი, ლიმონის წვენი – 2 სადილის კოვზი, მარილი, წიწაკა. მომზადების წესი: პომიდორი მსხვილად დავჭრათ. კიტრი – თხელ ნაჭრებად. ბულგარული – წვრილად. ხახვი მრგვალად დავჭრათ. ყველი კი – კუბიკებად. ყველა ინგრედიენტი თასში მოვათავსოთ. მოვამზადოთ სოუსი: ზეთი და ლიმონის წვენი ერთმანეთში შევურიოთ. შემდეგ მარილი და წიწაკა გემოვნებით დავუმატოთ. ბოლოს მზა სოუსი ბოსტნეულს მოვასხათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები