ბეონსემ ტატუების კოლექცია წარმოადგინა – ფოტოკოლაჟი
აშშ-ს ცნობილმა პოპმომღერალმა ბეონსემ ტატუების კოლექცია წარმოადგინა. პირველი ასეთი კოლექციის დებიუტი ჯერ კიდევ 2010 წელს შედგა. 5 წლის შემდეგ კი პოპვარსკვლავმა ამის გამეორება გადაწყვიტა და მსოფლიოში გადასაყვანი ნახატების ყველაზე პოპულარული კომპანიის: Flash Tattoo-ს კოლექცია წარმოადგინა. მან ფლეშ-ტატუებისთვის საკუთარი სიმღერების სახელწოდებები: – Flawless, Diva, Naughty Girl და Blow გამოიყენა.