ბენ აფლეკის და ჯენიფერ გარნერის დაშორებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა, თუმცა წყვილმა ამ დროის მანძილზე განქორწინებისთვის დოკუმენტების მომზადებაც ვერ მოახერხა.
დასავლურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ბენი ოჯახში დაბრუნებაზე ოცნებობს. ბოლო დროს ჯენი და ბენი ერთად ცხოვრობენ, ისინი პარიზში არიან და ბავშვებთან ერთად სეირნობენ.
„ბენს ჯენიფერის დაბრუნება სურს, მას ოჯახში დაბრუნება უნდა, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც ადრე“, – განაცხადა ოჯახთან დაახლოებულმა პირმა.
ჯენიფერ გარნერის ერთ-ერთი მეგობრის თქმით კი, ეს შეუძლებელია.
„ჯენს არ სურს ბენის დაბრუნება. ბენი არასდროს გრძნობდა თავს კარგად მარტოდ და ახლა შეიცვალა, ჯენის დადებითი დამოკიდებულება რომ მოიპოვოს, თუმცა მას არაფერი გამოუვა. ჯენმა ცხოვრების ასე გაგრძელება გადაწყვიტა, მათ ურთიერთობებში არაფერი შეცვლილა. და ის, რომ ახლა ერთად არიან – მხოლოდ ბავშვების გამო“, – ამბობს ჯენის ახლობელი.
Prev Post
სხვა სიახლეები