“კომბოსტო გაძვირდა და მადლობა თქვან, რომ საერთოდ რამეს აჭმევენ” – რა ხდება უფასო სასადილოში

ჩკალოვის ქუჩაზე მდებარე უფასო სასადილოში კარგა ხანია, ბორშს კომბოსტოს გარეშე ამზადებენ – ამის შესახებ ჟურნალისტი შორენა მარსაგიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი ინფორმაციით, სასადილოს ადმინისტრაცია ბენეფიციარებს ეუბნება, რომ კომბოსტო გაძვირდა.
“უფასო სასადილოებში კვირაში ერთხელ აძლევენ ბენეფიციარებს ბორშს. ამას წინებზე დავწერე, რომ ჩკალოვის ქუჩაზე მდებარე უფასო სასადილოში კარგა ხანია, ბორშს კომბოსტოს გარეშე ამზადებენ.
ბენეფიციარებს ეუბნებიან, რომ კომბოსტო გაძვირდა და მადლობა თქვან, რომ საერთოდ რამეს აჭმევენ.
მეგონა, რომ ამ ამბის გახმაურების შემდეგ რამე შეიცვლებოდა, მაგრამ ნურას უკაცრავად. გუშინ, 9 აპრილსაც (სამშაბათია ბორშის დღე), ბორში კომბოსტოს გარეშე იყო.
არც მწვანილი ჰქონდა, მხოლოდ ცოტა კარტოფილი ჩააყარეს.
ამ საოცნებო ბორშის ფოტოსაც შემოგთავაზებთ.
ალბათ, არც ახლა შეიცვლება რამე და მინდა, რომ იმ ადამიანებს მოუწიოთ ასეთი საკვების იმედად დარჩენა, ვინც გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე ჯიბეებს ისქელებს”, – წერს შორენა მარსაგიშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები