დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ მსახიობი ბენედიკტ კამბერბეტჩი ბრიტანული იმპერიის ორდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ეს წოდება 38 წლის მსახიობმა კინემატოგრაფში და დრამატურგიაში მიღწეული წარმატებისთვის, ასევე ქველმოქმედებისთვის მიიღო. კამბერბეტჩმა ორდენის მესამე ხარისხი მიიღო – ერთი საფეხურით დაბალი, ვიდრე რაინდის წოდებაა.
„ეს ფანტასტიური და ამაღელვებელი მოვლენაა. უნიკალური რამ არის და მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ, ვინც ჩათვალა, რომ ამ ჯილდოს ღირსი ვარ“, – განაცხადა კამბერბეტჩმა „ბი-ბი-სის“-თან ინტერვიუში.
ბენედიკტ კამბერბეტჩი კინოს, თეატრისა და ტელევიზიის ბრიტანელი მსახიობია, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული გახდა სერიალ „შერლოკის“ გამოსვლის შემდეგ.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=swHSk1RmubU[/youtube]
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=5RuyxZfn_kk[/youtube]