ბელიაშვილის ქუჩაზე ნაპოვნი ძაღლის სასტიკად წამების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო (ფოტო)

თბილისში, ბელიაშვილის 12 ნომერში ტომარაში გახვეული ძაღლი იპოვეს. ძაღლს თავის არეში დაზიანებები სავარაუდოდ, ნაჯახით აქვს მიყენებული.
აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინიტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველოსადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
“მეგობრებო, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სახელით გწერთ. ძაღლი თავშესაფარში გადავიყვანეთ ძალიან მძიმე მდგომარეობაში. თავის არეში ორი ღრმა, შემავალი ჭრილობა აქვს. სავარაუდოდ, დაზიანებული აქვს თავის ტვინიც. მაგრამ კარგი ის არის, რომ აქვს რეაქციები და ვეტერინარები ყველაფერს აკეთებენ, რომ გადაარჩინონ. გაუკეთდა ოპერაცია, ანტიბიოტიკები, გადასხმა, მოკლედ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. ამჟამად, ჯერჯერობით მისი მდგომარეობა სტაბილურად ძალიან მძიმეა. იქნებ გაუძლოს“,- ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები