ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ცნობილი ქართველი ტრანსგენდერი, ლიზა ქისტაური მოკლეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ქისტაური სავარაუდოდ, მისმა შეყვარებულმა გაიმეტა.
ახალგაზრდა ტრანსგენდერი სასტიკად არის ნაცემი და ცხედარს უამრავი დაზიანება აღენიშნება.
როგორც ცნობილია, ლიზა ქისტაური და მისი შეყვარებული 26 დეკემბრის შემდეგ გაუჩინარდნენ, მათი ადგილსამყოფელი არავინ იცოდა.
როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით საელჩოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა, თუმცა ბელგიაში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა ადგილობრივ სამართალდამცავებთან და არკვევს სიტუაციას.
სხვა სიახლეები