ბელა ჰადიდი იდეალური გარეგნობის ვარსკვლავად აღიარეს
ამერიკელი სუპერმოდელის ბელა ჰადიდის გარეგნობა იდეალურად აღიარეს.
ლონდონის კოსმეტიკური და პლასტიკური ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელმა ჯულიან დე სილვამ 23 წლის მოდელის სახე “ოქროს კვეთის” პროპორციებს შეადარა. როგორც აღმოჩნდა, ჰადიდის სახის პროპორციები იდეალურთან 94,35%-ით არის მიახლოებული.
რეიტინგის მიხედით, ბელა ჰადიდის შემდეგ მომღერალი ბიონსე დასახელდა (92,44%), მესამე მსახიობი ემბერ ჰერდი (91,85%) აღმოჩნდა. სიის პირველ ათეულში მომღერალი და მსახიობი არიანა გრანდე – (91,81%), მომღერალი ტეილორ სვიფტი (91,64%), სუპერმოდელი კეიტ მოსი (91,05%), მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი – (90,91%), მსახიობი ნატალი პორტმანი – (90,51%), მომღერალი კეტი პერი (90,08%) და მოდელი კარა დელევინი (89,99%) მოხვდნენ.
წყარო:The Sun