ინგრედიენტები: 1 ჭიქა ნაღები (ცხიმიანობა 36-40%); 1 ქილა შედედებული რძე; 1.5 ჭიქა ვისკი; 1 ჩაის კოვზი ხსნადი ყავის გრანულები; 2 სუფრის კოვზი შოკოლადის სიროპი; 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი; 1 ჩაის კოვზი ნუშის ექსტრაქტი.
მომზადების წესი: ნაღები, შედედებული რძე და ვისკი ბლენდერში მოვათავსოთ და ავურიოთ. ნარევს ყავის გრანულები, შოკოლადის სიროპი, ვანილის და ნუშის ექსტრაქტი დავუმატოთ და დავაბლენდეროთ. მიღებული სითხე დახურულ კონტეინერში მოვათავსოთ და მაცივარში შევდგათ.