ბეზე კრემითა და ხილით

ინგრედიენტები:
ბეზესთვის: კვერცხის ცილა – 2 ცალი,
შაქარი – 150 გრ.
კრემისთვის: ყველი მასკარპონე – 150 გრ, ნაღები – 33-35 % -50 მლ, შაქარი – 100 გრ. ხილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: კვერცხის ცილა მწიკვ მარილთან ერთად ავთქვიფოთ და შაქარი დავუმატოთ. შემდეგ საკონდიტრო მოსართავში მოვათავსოთ და ჟარონაზე მოვხატოთ. 100 გრადუსზე 1 საათით ღუმელში დავტოვოთ. კრემი: ნაღები შაქართან ერთად ავთქვიფოთ, ყველი დავუმატოთ და ავურიოთ. უკვე მზა ბეზე კრემით მოვრთოთ და დაჭრილი ხილით გავაფორმოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები