“…ბევრი იცინე და მითხარი: შავი ხომ ფერთა დედოფალიაო” – მამა იერონიმეს ემოციური პოსტი მაია ასათიანის ტრაგედიაზე
ათონის მთაზე მოღვაწე 19 წლის ბერი მამა იერონიმე მაია ასათიანის შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
“მაიკო…
იმ დღეს ჩვეულებრივ სამსახურში იყავი…
მე კი ჩვეულად გესტუმრე, თუმცა ეს სტუმრობა ჩვეულებრივიც იყო და უჩვეულოც…
ყვავილები მოგიტანე, რატომღაც იისფერი (სამგლოვიარო) ფერის შეფუთვით…
ძალიან გაგიხარდა. სახლში წავიღებო…
ბევრი ვისაუბრეთ და ერთმანეთს სამომავლო გეგმები გავანდეთ…
მე გითხარი: მაი, ნუციკო როგორ არის, რას შვება?
შენ კი მიპასუხე: კარგად არის და სხვათაშორის, ზაფხულში რომ სტუმრად მყავდი გადაცემაში, დაჯდა და მთელი საათ ნახევარი ინტერესით გიყურა და ძალიან მოეწონეო…
მე კი გითხარი: მაი, გაზაფხულისკენ, ჩვენი მოძღვარი გეპატიჟება თავის ერთ-ერთ დედათა მონასტერში საბერძნეთში შენ და ნუციკოს, რომ სულიერად დაისვენოთ, სულ გადარბენებზე რომ ხარ, ხომ წამოხვალთ?!
შენ კი მიპასუხე: ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ძალიან დაღლილი ვარ და შვებულებას როგორც კი ავიღებ, სხვაგან მინდა გავატარო დრო, მარტო მე და ნუცამ, შინაურ გარემოშიო…
გული დამწყდა, მაგრამ გითხარი, იქნებ მოახერხო… აეროპორტიდან – აეროპორტამდე მე გაგაცილებ თქო…
ვიფიქრებო… შემპირდი.
ეს ფოტო რომ გადავიღეთ, გაგეხუმრე, ნახე ორივე შავებში ვართ თქო და ბევრი იცინე და მითხარი: შავი ხომფერთა დედოფალიაო…
სკვნილი დაგიტოვე, შენთვის და ნუციკოსთვის ფერადი, ლურჯი უყვარს ნუცასო, ძალიან გაუხარდებაო და სიხარულით წაუღე…(ამ ფოტოზე ხელში გიჭირავს).
მაი, ყოველდღე ვლოცულობ შენთვის, რომ გაძლიერდე და ნუციკოსთვის, რომ ცხონდეს და უფალთან დაემკვიდროს…
ძალიან მინდოდა მოვსულიყავი პირადად სამძიმარზე, მაგრამ სამწუხაროდ არ ვიმყოფები საქართველოში.
მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ვიყავი და მოგისამძიმრე კიდეც….”, – წერს მამა იერონიმე.
შეგახსენებთ, ტელეწამყვანის ქალიშვილი საფრანგეთის კლინიკაში 23 თებერვალს გარდაიცვალა. ნუცა მახვილაძე მენინგოკოკურმა ინფექციამ იმსხვერპლა.