“იტალიიდან ჩამოსული ბევრი ადამიანი კარანტინზე საერთოდ უარს ამბობს, ზოგიერთი ვითომ სახლშია და სინამდვილეში მაღაზიებში დასეირნობს”

საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულთან მიმართებით, ტელეწამყვანი და მოდელი, ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

“აკრძალვის მიუხედავად, იტალიაში მაინც მიემგზავრებიან. ბევრი იტალიიდან ჩამოსული კარანტიზე საერთოდ უარს ამბობს, ზოგიერთი ვითომ სახლშია და სინამდვილეში მაღაზიებში დასეირნობს და ზოგიერთი კი, სიცხიანი თვითმფრინავში დამწევს სვამს (ნუ ეს გასაგებია), მაგრამ საზღვარზეც არ ამბობს, რომ სიცხე ჰქონდა და მალავს!  წყევლეთ ახლა ჩინელები. არანაირი მოქალაქობრივი პასუხისმგებლობა არ გააჩნია ძალიან ბევრ ქართველს!! “- წერს ეკო ფანგანი.

კომენტარები

სხვა სიახლეები