ბედნიერი ურთიერთობების 15 წესი

ძალიან მარტივია შეინარჩუნო ბედნიერი ურთიერთობა, თუ სწორად მოქცევის წესები იცი.
1. აღიარეთ შეცდომები. და გაჩუმდით, თუ მართალი აღმოჩნდით.
2. დაშორებას ნუ იჩქარებთ. ადამიანები სეზონების მიხედვით იცვლებიან.
3. კინოში არ ხართ, ნუ ელით, რომ კინოვარსკვლავივით მოგექცევიან.
4. ცოლად გაჰყვი იმ მამაკაცს, ვისაც გინდა, რომ თქვენი შვილები დაემსგავსონ.
5. ნუ იჩხუბებთ ფულის უკმარისობის გამო, თანხა არ გაბევრდება, უსიამოვნება კი დიდხანს გაგიფუჭებთ ურთიერთობას.
6. უარყოფითი ყველა ადამიანს აქვს, ზოგჯერ მათზე თვალი უნდა დახუჭოთ.
7. ლამაზი ყვავილები მაშინ იფურჩქნებიან, როცა მათ უვლიან.
8. აკოცეთ საყვარელ ადამიანს კამათის შემდეგ. მან უნდა იცოდეს, რომ გიყვართ.
9. შვილები გაიზრდებიან და საკუთარ გზას იპოვიან, ქმარი დაგრჩებათ.
10. დღისით როგორც არ უნდა იჩხუბოთ, ღამე მაინც ერთ საწოლში დაიძინეთ.
11. როდის უნდა მიხვდეთ, რომ ყველაფერი დასრულდა? როცა შეყვარებული ხართ მოგონებებზე და არა გვერდით მჯდომ ადამიანზე.
12. შეიყვარეთ საკუთარი თავი და სხვების უფრო ადვილად შეგიყვარებენ.
13. ნურასდროს მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ძილის წინ.
14. თქვენი სიყვარული ისეთი ვერასოდეს იქნება, როგორც ამას თქვენი ქმარი აღიქვამს და პირიქით.
15. ნუ შეუშინდებით სიყვარულს სიშორეზე. საყვარელი ადამიანი იმსახურებს, რომ მას ელოდონ.

წყარო: http://www.pomada.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები