“ბედნიერი ვარ” – სომეხმა ქალმა 4 ტყუპი გააჩინა (ფოტოკოლაჟი)

სომხეთში 27 წლის ახალგაზრდა ქალმა 4 ტყუპი გააჩინა. ქალაქ გორისის მკვიდრი მარიამ ტუნიანი ერთდროულად 2 გოგონას და 2 ბიჭის დედა გახდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დედაც და ჩვილებიც თავს კარგად გრძნობენ. ისინი ერევნის სამშობიარო სახლში იმყოფებიან.
მარიამ ტუნიანს ტყუპების გარდა ერთი გოგონა უკვე ჰყავს. „როდესაც მე და ჩემმა მეუღლემ შევიტყვეთ, რომ ერთდროულად 4 შვილს ველოდებოდით, რასაკვირველია გაგვიკვირდა, თუმცა გაგვიხარდა. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ“, – აცხადებს ახალშობილების დედა.
აღსანიშნავია, რომ ჩვილები 1400 დან 1800 გრამამდე იწონიან.

კომენტარები

სხვა სიახლეები