ბედნიერების მოპოვების ახალი მეთოდი, ანუ “სიგიჟე ერთი ღამისა”

დღეები, როცა ყველაფერი გბეზრდება და აღარ იცი, როგორ გაიფერადო შავ-თეთრი გარემო. როცა, სამ თვეზე მეტია, ფეხი არ გაგიდგამს ქვეყნიდან, ორ თვემდე – ქალაქიდანაც არ გაგიყვია ცხვირი, შრომობ, კიდევ შრომობ, ახალ წლამდე კიდევ სამი კვირაა, შენ კიდევ – სასწრაფოდ გჭირდება გარემოს შეცვლა.

ამ დროს ფიქრობ ცხოვრების ამაოებაზე, გიტევენ სენტიმენტები, გული გწყდება:

  • იმაზე, რომ საზოგადოება შენში მხოლოდ ნაკლოვანებებს ეძებს, კარგის დანახვა არ შეუძლიათ, ან არ უნდათ;
  • გსტრესავს ისიც, როცა ხედავ, როგორ თავგამოდებით უწევთ შენს მეგობრებს, კეთილისმსურველებს შენი დაცვა გააფთრებული ბრბოსგან
  • შენი პასუხისმგებლობა ათმაგდება, მერე რა, რომ შენ არ გტკივა, სხვებს აწუხებენ შენს გამო…12369737_10205432782685925_1046886607_o

სასმელიც არ არის საუკეთესო გამოსავალი, დროებით გაილამაზებ რამდენიმე საათს, დილით გამოფხიზლდები და ამ ყველაფერს, ფიზიკური უსიამოვნებაც დაემატება.

მოკლედ, პრობლემის საუკეთესო გადაწყვეტაა, იგრძნო თავი ტურისტად, შენივე ქვეყანაში, მოწყდე გარემოს და სრულიად განახლებული დაუბრუნდე ყოველდღიურობას. ჩაავლო ხელი ვინმეს, ვინც ყველაზე მეტად გიყვარს, ან სულ მარტო – წახვიდე!12375847_10205432782845929_1262703929_o

არც ფინანსები დაგეგანოთ, უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ხვალ დაგვბომბეს და ჩვენგან მხოლოდ ზღვაში მიმოსაბნევი ფერფლი დარჩა. სიკვდილის წინ გული გვწყდება, როცა თვალს განვლილ ცხოვრებას გადაავლებ და ის მხოლოდ მოთმენებისგან, ხათრისგან და „რას იტყვის ხალხი“ მორალით თავშეკავებულობებისგან შედგება. ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ საკუთარ თავს უარი ვუთხრათ რამე სიამოვნებაზე და ჩვენი ბედნიერი წუთები – სხვის მორალს, შეხედულებებს, სტერეოტიპებს შევწიროთ. მოკლედ, კომპრომისული ცხოვრებისთვის მენანება ჩემი თავიც და ყველა სხვაც.

დავუბრუნდეთ „მოგზაურობის“ თემას.

გავიკითხე, სად შემეძლო მსგავსი კომფორტის მიღება, სასტუმრო „ძველი მეიდანი“ მირჩიეს. ავედით და პირველი პოზიტივით – ამდენი მომღიმარი სახის დანახვისთანავე ავივსეთ. ნომერს ხედი ჰქონდა – მთელი ძველი თბილისის პანორამით, ბედნიერებაა ფანჯრის „რაფაზე“ ჩამოჯდომა, ნახევრადკბილი ღვინის წრუპვა და ფანჯარაში თბილი კვამლის გაბოლება.12389066_10205432782085910_1540109536_o

მერე იცვამ ისე, უბრალოდ, როგორც შორეულ ევროპაში ჩაიცვამდი, მოიკიდებ პატარა ზურგჩანთას და მიმღებში, სხვა უცხოელ სტუმრებს ეკონტაქტები, ინგლისურად. ისინიც ნასვამები არიან, თქვენც. აღმოაჩენ ძველი თბილისის უცნობ, პატარა ქუჩებს, შეირბენ ყავაზე, ამავე ქუჩებზე განთავსებულ, მყუდრო, პატარა კაფეებში და ხალისობ ათას სისულელეზე. საღამოს ისევ ნომერში ბრუნდები, ნახევრად ჩაცლილი ღვინის ბოთლით ხელში, რბილ და თბილ ხალიჩაზე ფეხშიშველი დაბარბაცებ, უსმენ საყვარელ მუსიკას, რომელიც ბუნდოვნად გესმის. ფარდებს აღებ, წვები და ულამაზესი ხედების ფონზე გეძინება…12394254_10205432782605923_1530906836_o

დილის 8-ზე მაღვიძარა გაღვიძებს, ჩადიხარ და საუზმესთან მდგომი პერსონალი ინგლისურად გესალმება. შენც უღიმი და ეძალები დილის კვების მადლს. კაფეც მყუდროა, სასიამოვნო, ერთადერთი, რაც გინდა დაამტვრიო, მოკლა, მოისროლო – ეს არის საათი, რომელიც გაუწყებს, რომ ზუსტად 10 წუთიღა დარჩა, მერე ბექ თუ ჯორჯია ჰერი ჰერი! აივანზე მოწევაც დილის ულამაზეს ხედებს გიშლის… ბოლოჯერ ტკბები…

სასრტუმროდან აბანოებამდე ჩასვლაც მოგზაურობისეულია და ხედები, როგორ გათენდება თავზე, ხარბად ისუნთქავ დილის ჰაერს და ხვდები, რომ ბედნიერი ხარ, ხვდები, რომ განახლდი. ცოტა არა სასიამოვნოა, მანქანაში ჩაჯდომა, მოგზაურობის დროს ხომ მეტროში უნდა ჩამჯდარიყავი, ან რუკით ხელში, გზა გეკითხა ვინმესთვის.

დავბრუნდი.12369441_10205432781925906_2105613585_o

გარშემო მანქანების სიგნალი ისმის, ვიღაც დილიდან ჩხუბობს, „სტაიანშიკი“ უკვე გამოსულს „მოდი მოდის“ მეძახის, რაღაზე უნდა გადაუხადო, როცა არ დაგხმარებია და უკვე შენი წვალებით გამოსულს მოგადგა, მიდიხარ, ის ხელებს იქნევს… ქუჩაზე, ცხვირწინ ქალი გადაგირბენს… ვიღაც დილიდან ყვირის და იგინება… მანქანები „პროწივზე“ გადადიან, სამსახურში მალე მისასვლელად… ვიღაც მანქანიდან „ბიჩოკს“ ისვრის…

ვერაფერზე რეაგირებ.12381013_10205432781485895_325725903_o

ხვდები, რომ ახლა მართლა დაბრუნდი და ერთი ღამის სიგიჟე სასტუმროს კედლებში დარჩა.

დაბრუნდი, თუმცა ბედნიერი და „დარეფრეშებული“. შემდეგი გაჩერება, ხალხმრავალი ჰოსტელი და ძილი ბევრი ტურისტის ხვრინვის ფონზე. მერე უკვე ახალი წელიც მოვა და დადგება საზღვრის გადაკვეთის ბედნიერი დრო. ჰო, როგორც ბებიაჩემი იტყოდა, „სხვა რა შეგრჩება“, იქნება და ხვალ მართლა გბომბავენ?!

წყარო://guramsherozia.com

კომენტარები

სხვა სიახლეები