ბედის ირონია – ვინ იყო გივი სვანიძე, რომლის სახელობის ქუჩაც დაზიანდა სტიქიის დროს?

აკადემიკოსი გივი გედეონის ძე სვანიძე, (1921-1999) სტოქასტიკური ჰიდროლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელია, მისმა გამოკვლევებმა ჰიდროლოგიური პროცესების მოდელირების დარგში დასაბამი მისცა ახალ სამეცნიერო მიმართულებას მდინარეული ჩამონადენის რეგულირების თეორიაში.
გამოკვლევები აქვს წყლის რესურსების კომპლექსური გამოყენებისა და ჰიდროენერგეტიკის დარგში. სვანიძემ შეადგინა ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის, ჟინვალის ჰესისა და მდინარეების: არფისა და ეღეგისის სევანის ტბაში გვირაბით გადაგდების პირველადი სქემები.

სვანიძე ხელმძღვანელობდა მეტეოროლოგიურ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების გზით ატმოსფერული ნალექების ხელოვნური სტიმულირების სამუშაოებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები