მომღერალი პაატა თედიაშვილი, რომელიც საზოგადოებამ წლების წინ ფოლკლორული მუსიკით გაიცნო, დღეს კარიერას სკანდალებით აგრძელებს. მომღერალი, “ბინდისფერია სოფელის” შემდეგ, მსმენელის წინაშე სიმღერებით: “უნდა შემოვიდე ამაღამ შენში” ,,მუსიკალური გველი” და “ათი მცნება” წარსდგა. ამ უკანასკნელს კი საზოგადოების მხრიდან ნეგატიური შეფასება მოჰყვა.
თუმცა თედიაშვილი საზოგადოების კრიტიკას ჯანსაღად მიიჩნევს და მეტიც, ის ამ ყველაფერს იუმორით პასუხობს.
რამდენიმე დღის წინ, მან სოციალურ ქსელში დაწერა რომ “ათი მცნების” გარეპვისთვის ქვეყნიდან გაქცევა მოუწია, თუმცა როგორც ირკვევა, ის ბაქოში ანსამბლ “ოქროს ფართან” ერთად, საერთაშორისო ფესტივალზე გაემართა.
მომღერალმა ფეისბუქის პირად გვერდზე ახალი ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: ,,ბაქოს გაქცეული მუსიკალური გველი მზეს ეფიცხება”.