ეს ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორც ირკვევა, შუახნის ასაკის ორი მამაკაცი აზერბაიჯანიდან თბილისში სუპერთასის მატჩის დასასწრებად ჩამოვიდა. ბაქოდან ჩამოსული სტუმრები ბარსელონა VS სევილიას მატჩისთვის განსაკუთრებულად მოემზადნენ. მათ თეთრ მაისურებზე, თბილისის „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელების რამაზ შენგელიას, დავით ყიფიანისა და ალექსანდრე ჩივაძის ფოტოები აქვთ მიხატული.
„ბარსელონა VS სევილიას სანახავად თბილისში ბაქოდან ჩამოვიდნენ. ამბობენ, რომ ახსოვთ ის დრო, როდესაც თბილისის დინამოში მსოფლიო დონის ვარსკვლავები თამაშობდნენ“ – ასეთი წარწერა აქვს ფოტოს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
სხვა სიახლეები